"მილანმა" 2 ფეხბურთელი გაიფორმა

3-07-2018, 12:31

საფეხბურთო კლუბ "მილანის" ცნობით, გუნდში პეპე რეინა და ივან სტრინიჩი  ჩაირიცხნენ. როგორც მოგეხსენებათ, ტრანსფერის შესახებ აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ "როსონერის" ხელმძღვანელებმა ყველაფერი დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააოფიციალურეს. 

გეტყვით, რომ ესპანელი მეკარე და ხორვატი მარცხენა მცველი ლომბარდიულმა გრანდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. დავძენთ, რომ რეინამ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო "სამპდორიას" ყოფილმა მცველმა, მილანს 3 წლით დაუკავშირა თავი. 

შეგახსენებთ, პეპე რეინას ტრანსფერი დონარუმას, შესაძლო, წასვლითაა გამოწვეული. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით