შმეიხელი გრანდებს სურთ

3-07-2018, 13:00

"Sky"-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსისა" და "რომას" ხელმძღვანელები, "ლესტერის" მეკარის, კასპერ შმეიხელის შეძენას შეეცდებიან. წყაროს ცნობით, მხარეებს ოფიციალური მიმართვა ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ, როგორც ირკვევა, კლუბში დაბრუნების შემდეგ, გუნდების წარმომადგენლებთან შეხვედრა იგეგმება. 

გაირკვა, რომ შმეიხელს "მელიების" რიგების დატოვება სურს, რადგან მიიჩნევს, რომ "ლესტერში" საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ჩადენილი გმირობის შემდეგ, კასპერს "კინგ პაუერის" არენაზე არავინ დატოვებს. 

შეგახსენებთ, მერვედფინალში შმეიხელმა 3 პენალტი მოიგერია, მაგრამ დანიის ეროვნულ გუნდს მაინც ვერ უშველა. დავძენთ, რომ 31 წლის გოლკიპერი "ლესტერის" რიგებში 2011 წლიდან ირიცხება და კლუბთან ერთად პრემიერ ლიგა მოიგო. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით