რატომ ვერ მოხვდა ჟორჟინიო "ნაპოლის" განაცხადში?!

3-07-2018, 13:31

"Goal.com"-ის ინფორმაციით, "ნაპოლი" მომავალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. წყაროს ცნობით, ნეაპოლიტანურმა კლუბმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2018-2019 წლებში სერია ა-ში პირველობისთვის იბრძოლებენ. 

საგულისხმოა, რომ ფეხბურთელთა შორის ვერ მოხვდა ბრაზილიელი ჟორჟინიო, რომელიც, დიდი ალბათობით, "მანჩესტერ სიტის" შეუერთდება. იტალიური მედია ირწმუნება, რომ 26 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი მალე დადასტურდება, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელი, აურელიო დე ლაურენტისი, პეპ გვარდიოლასგან უკეთეს შემოთავაზებას ელის. 

გეტყვით, რომ "ქალაქელები" ჟორჟინიოს სანაცვლოდ, 50 მილიონ ევროს იხდიან. შეგახსენებთ, სამხრეთ ამერიკელი "ნაპოლის" რიგებში 2014 წლიდან ირიცხება და 133 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით