ოფიციალურად: "ბაიერნმა" გნაბრი დაიმატა

3-07-2018, 12:02

"The Sun"-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" სერჟ გნაბრი დაიბრუნა. წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერთა" ახალმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, 23 წლის ფეხბურთელის საჭიროების შესახებ, გუნდის ხელმძღვანელობასთან ისაუბრა და ხორვატმა სპეციალისტმა მოთხოვნა მალევე დაიკმაყოფილა. 

როგორც ირკვევა, გნაბრი მიუნხენელთა რიგებში 22-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. კოვაჩის თქმით, სერჟი მომავალი სეზონიდან რიბერისა და რობენის გვერდით ითამაშებს და ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. 

შეგახსენებთ, გნაბრი გერმანიის ნაკრებში 2016 წელს გამოჩნდა. ასაკობრივ ნაკრებთან ერთად კი, რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. დავძენთ, რომ ფეხბურთელი "ჰოფენჰაიმში" იყო განათხოვრებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
მოგებულია
-
წაგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით