პავარი ინგლისურ გრანდში?!

3-07-2018, 14:01

"The Sun"-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი სამიზნე ბენჟამინ პავარია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება და საფრანგეთის ნაკრების ღირსებას იცავს. წყაროს ცნობით, საფეხბურთო კლუბ "შტუდგარტის" ხელმძღვანელობა მუნდიალის შემდეგ, პავარის ფასს ზრდის და მსურველებს 22 წლის მცველის შეძენა, 44 მილიონ ევროდ შეეძლებათ. 

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პავარი გუნდიდან არ წავიდეს. კლუბის მიზანია, ბენჟამინი, მიმდინარე წელს, 44 მილიონად არ გავყიდოთ. მის დარწმუნებას ყველა ვეცდებით, რათა შტუდგარტში დარჩეს", – განაცხადა "შტუდგარტის" სპორტულმა დირექტორმა მაიკლ რესჩკემ. 

გაირკვა, რომ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა ბენჟამინით მეტად დაინტერესებულია, მაგრამ მის სანაცვლოდ, დასახელებული თანხის გადახდა არ სურს. გეტყვით, რომ პავარი მუნდიალის მერვედფინალში, არგენტინის წინააღმდეგ, ლაღად ათამაშდა და ულამაზესი დარტყმით გოლიც გაიტანა. 

შეგახსენებთ, ბეჟამინ პავარი ბუნდესლიგის ბინადარ "შტუდგარტში" 2016 წლიდან ირიცხება და 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით