"რეალმა" ნეიმარზე ჭორები უარყო

3-07-2018, 14:24

მიმდინარე ზაფხულს აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალი" უახლოეს პერიოდში ფრანგული "პსჟს" ლიდერ ნეიმარ ჯუნიორს გაიფორმებს.

გუშინ საერთოდაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბმა" 200 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა ფრანგულ გუნდს. მადრიდული გრანდის ოფიციალურმა საიტმა კი ეს ჭორები უარყო.

"TVE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ რაიმე შეთავაზება გავაკეთეთ ნეიმარის თაობაზე არის სიცრუე."

"რეალს "პსჟს" არცერთ ფეხბურთელზე არ გაუკეთებია შეთავაზება." - წერია "თეთრების" ოფიციალურ განცხადებაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
მოგებულია
-
წაგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით