"ბარსელონამ" წლის პირველი ტრანსფერი განახორციელა

3-07-2018, 14:30

ანდალუსიის "სევილიას" ფრანგი ნახევარმცველი, კრისტოფ ლენგლე, დიდი ალბათობით, კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" განაგრძობს.

ესპანური გამოცემა SPORT-ის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელმა უკვე განუცხადა თავის თანაგუნდელებს, რომ ის კლუბს ტოვებს.

როგორც ცნობილია, ლენგლე დღეს ვარჯიშზე არ გამოცხადებულა. ამის ნაცვლად კი მან სამედიცინო შემოწმება გაიარა სევილიაში და ხვალ კატალონიაში ჩაფრინდება.

წყაროს ცნობით, "ბარსელონა" ლენგლეს სანაცვლოდ 38 მილიონ ევროს იხდის. ტრანსფერი კი რამდენიმე დღეში ოფიციალურად დადასტურდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით