"პსჟ"-მ ტიაგო სილვა ტრანსფერზე დააყენა

3-07-2018, 17:33

"Corriere dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი მიზეზის გამო "პსჟ"-ს ტიაგო სილვას შენარჩუნება არ სურს. პირველი მიზეზი მისი ასაკია (სექტემბერში 34 წლის გახდება), ხოლო მეორე მისი ანაზღაურება - წელიწადში 12 მილიონი ევრო.

ბრაზილიელ მცველს პარიზულ გრანდთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. მის შემცვლელად კი პრესლენ კიმპემბე სახელდება, რომელსაც უნაი ემერიმ რამდენჯერმე მისცა შანსი და ახალგაზრდა მცველმაც ესპანელი დამრიგებელი არ დააღალატა.

როგორც ჩანს, "პსჟ"-ს ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელიც არაა ტიაგო სილვას გასხვისების წინააღმდეგი. რაც შეეხება გამოცდილ მცველს, სილვა "მილანის" შეთავაზებას ელოდება.

აქვე გთავაზობთ მის ინტერვიუს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდეა ჩაწერილი: "მილანს" უარი როგორ ვუთხრა? ეს არის გუნდი, რომელიც ყოველთვის ჩემ გულში იქნება. ჩემი კარიერის ამ კლუბში დასრულება იდეალური იქნება."

ტიაგო სილვას შესაძლო ტრანსფერზე მირაბელიმაც ისაუბრა: "სილვა შესანიშნავი ფეხბურთელია. მისი "მილანში" დაბრუნება ბევრს სურს და ვაღიარებ, რომ მისი მოსვლით გუნდს განსაკუთრებული შარმი შეემატება."



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით