მონტელა: "მილანში" უსამართლოდ მომექცნენ"

3-07-2018, 20:54

"მილანის" ყოფილმა ამჟამად ესპანური "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ "Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "როსონერიმ" ის ნაადრევად დაითხოვა და შანსს იმსახურებდა.

მონტელა "მილანმა" გასული წლის ნოემბერში დაითხოვა, მის ნაცვლად კი ლომბარდიულ გრანდს ჯენარო გატუზო ჩაუდგა სათავეში. ვინჩენცომ ტრანსფერებში 150 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა და ათი ფეხბურთელი გადაიბირა, თუმცა შედეგი მაინც ვერ დადო.

"ჩემი დათხოვნა? არასწორი იყო, რადგან ახალი პროექტის განვითარებას დრო სჭირდება. ჩვენ ათი სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელი გადმოვიბირეთ, მათგან კი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გამოცდილება მხოლოდ ბონუჩის ჰქონდა."

"კლუბის ხელმძღვანელობამ მოთმინება ვერ გამოავლინა და დამითხოვა, რაც მცდარი გადაწყვეტილება იყო." - განაცხადა ვინჩენცო მონტელამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით