ბოლო ცნობები რონალდოს "იუვეში" შესაძლო ტრანსფერზე

3-07-2018, 22:04

ბოლო ორი დღის მანძილზე მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს "იუვენტუსში" შესაძლო ტრანსფერზე ძალიან ბევრი იწერება და ბოლოს განვითარებული მოვლენები ამ ხმაურიანი გარიგების შესაძლებლობაზე ნამდვილად მიგვითითებს.

როგორც ცნობილი გახდა "ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელის აგენტი ჟორჟე მენდეში ტურინული კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელს შეხვდა და წინასწარ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. 

პოპულარული ესპანური გადაცემები "El Chiringuito TV" და "Jugones"-ი იტყობინებიან, რომ გარიგებაზე წასვლას "სამეფო კლუბიც" აირებს, რომელმაც "ბიანკონერის" 33 წლის 100 მილიონი ევრო დაუფასა, იტალიური გრანდი კი ფეხბურთელს ანაზღაურების სახით წელიწადში 30 მილიონს ჰპირდება.

აღსანიშნავია, რომ რონალდოს გამოსასყიდი ფასი 1 მილიარდია, მაგრამ კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც არაესპანურ კლუბს ფეხბურთელის ფასდაკლებით შეძენა შეუძლია.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით