"აიაქსის" მესვეურებმა დე იიონგი "ბარსაში" არ გაუშვეს

3-07-2018, 23:00

ამსტერდამის "აიაქსმა" კატალონიის "ბარსელონას" ფრენკი დე იონგის საკითხთან დაკავშირებით უარი უთხრა და ახალგაზრდა ჰოლანდიელი თავის ბანაკში კიდევ ერთი წლით დაიტოვა. ამ ინფორმაციას გავლენიანი "RAC1" ავრცელებს.


წყაროს ცნობით, ამსტერდამული გრანდის მესვეურებმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბოსებს დოკუმენტების მოუწესრიგებლობაში დასდეს ბრალი და დე იონგის გაყიდვა კიდევ ერთი წლით გადადეს.

ცნობისთვის, 21 წლის ფეხბურთელი "კამპ ნოუზე" გადასასვლელად მზად იყო, მაგრამ "ღმერთის შვილთა" უფროსობისგან მსგავსი "სიურპრიზი" მიიღო.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" ესპანელი თავკაცი, ერნესტო ვალვერდე მზად არის ფრანკში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით