მბაპე რეალში გადასასვლელად ემზადება

4-07-2018, 11:01

"Goal.com"-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ახალი სამიზნე საფრანგეთის ნაკრებისა და "პსჟ"-ს ფეხბურთელი კილიან მბაპე იქნება, რომელიც, ამჟამად, დიდიე დეშამის ფორმაციის ეროვნულ გუნდში ირიცხება და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველობისთვის იბრძვის. 

საფეხბურთო ექსპერტების თქმით, "სამეფო კლუბისთვის" კილიანის შეძენა უკეთესი იქნება, ვიდრე ნეიმარის, რადგან ახალგაზრდა შემტევი ბრაზილიელზე 6 წლით უმცროსია და დიდი პოტენციალი აქვს. 

"ვფიქრობ, ნეიმარის ყიდვას, კილიან მბაპეს გადაბირება სჯობს. რადგან მბაპე ბრაზილიელზე 6 წლით უმცროსია და დიდი მომავალი აქვს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პერესს დაფიქრება მოუწევს, რადგან ბევრი საკითხია გადასაჭრელი", – განაცხადა რადიოში ერთ-ერთმა ექსპერტმა. 

შეგახსენებთ, დღეს, გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ "თეთრები" ადგილობრივ ტელევიზიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ. საქმე ისაა, რომ TVE-მ მადრიდული კლუბისა და ნეიმარის კავშირზე ისაუბრა. 



wamodi shen gvchirdebi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით