"მილანის" უარი "მანჩესტერ იუნაიტედს"

4-07-2018, 13:10

"Corriere dello Sport"-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "მილანთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. საქმე ისაა, რომ "წითელი ეშმაკების" მესვეურებს ლომბარდიული გრანდის მცველი, ალესიო რომანიოლი, სურთ. 

გაირკვა, რომ ინგლისელები ფეხბურთელის სანაცვლოდ, 45 მილიონ ევროს იხდიან და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, 5 მილიონს ბონუსად ჩარიცხავენ. კრიზისში მყოფ "როსონერის" შანსი მიეცა, მაგრამ "შავ-წითლების" თავკაცი, ჯენარო გატუზო, მტკიცე უარზეა და მომავალი სეზონისთვის, რომანიოლისა და ბონუჩის შენარჩუნებას აპირებს. 

შეგახსენებთ, ახალგაზრდა მცველის შეძენა ტურინის "იუვენტუსსაც" უნდა, მაგრამ როგორც ჩანს, ევროთასებს მიღმა დარჩენილი "მილანი" სერია ა-ს მოსაგებად ემზადება და ძირითადის  ფეხბურთელების შენარჩუნებას აპირებს. 

დავძენთ, რომ გაშვების სამაგიეროდ, „სან სიროს“ ბინადართა ბანაკში მატებაა და 2018-2019 წლებში პეპე რეინა და ივან სტინიჩი მილანისთვის გაირჯებიან. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით