კურტუა რეალზე ღიად ალაპარაკდა

4-07-2018, 13:14

ბელგიის ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" მეკარემ, ტიბო კურტუამ, იაპონიასთან გამარჯვების შემდეგ, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "რეალში" გადასვლაზე ჯერ არ ფიქრობს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში, შვილების საცხოვრებელი ადგილი დიდი როლს ითამაშებს. 

"მიყვარს ლონდონი და "ჩელსი". აქ თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ფაქტია, ჩემს ოჯახთან ყოფნა მსურს. მყავს შვილები, რომლებიც უჩემოდ იზრდებიან და იშვიათად მიწევს მათი ნახვა. ოჯახი მადრიდში ცხოვრობს და ვფიქრობ, უკეთესი გზა ვიპოვო, რათა მათთან ახლოს ვიყო. 

გადაწყვეტილების მიღება ჯერ ადრეა. ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ გადართული, თუმცა, გეტყვით, რომ ჩემს მომავალზე შვილების საცხოვრებელი ადგილი დიდ როლს ითამაშებს", – განაცხადა კურტუამ. 

შეგახსენებთ, კურტუას ოჯახი მადრიდში წლებია ცხოვრობს. ბელგიელი გოლკიპერის მიმართ, ფლორენტინო პერესი კარგა ხანია ინტერესს გამოხატავს, მაგრამ ამ დრომდე, ოფიციაურად არაფერი დადასტურებულა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით