"არსენალმა" სოკრატის პაპასტოპულოსი შეიძინა

4-07-2018, 17:48

რამდენიმე საათის წინ, ლონდონის "არსენალის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ კიდევ ერთი შენაძენი, დორტმუნდის "ბორუსიას" მცველი, სოკრატის პაპასტოპულოსი წარადგინა.

როგორც ცნობილი გახდა, "მეთოფეთა" მესვეურებს გერმანული გრანდის კუთვნილება 18 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე დაუჯდათ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი თავკაცი, უნაი ემერი აღნიშნულ ტრანსფერზე გაჩერებას არ აპირებს და ცდილობს ინგლისურ გრანდში ურუგვაელი ფეხბურთელი, ლუკას ტორეირაც დაიმატოს.

ასე და ამგვარად, "წითელ-თეთრთა" ფანებს ლოდინის და ზეიმის მეტი აღარაფერი არ დარჩენიათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით