"ჩელსიმ" ვილიანის თაობაზე "ბარსას" უარი უთხრა

4-07-2018, 22:04

გავლენიანი "Sky Sports"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ლონდონის "ჩელსის" მესვურებმა კატალონიის "ბარსელონას" შეთავაზებაზე უარი თქვეს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბოსები "არისტოკრატების" 29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელით, ვილიანით არიან დაინტერესებულნი და მზად არიან მასში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ. 

როგორც იცით, სამხრეთამერიკელის გამოსასყიდი ფასი 80 მილიონი ევროა და შესაძლოა "ნისლიანი ალბიონის" ბინადრები კატალონიელთათვის ამ რაოდენობის ფულის გამოძალვას ცდილობენ.

ცნობისთვის, ვილიანის ტრანსფერით "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინტერესდება და მზადაა ბრაზილიელში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი ჩელსიში 2013 წელს მაჰაჩყალის "ანჟიდან" გადავიდა.



  • messi10
  • 4 ივლისი 2018 22:05
viliani uklasnesi kacia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით