გუტი "ბეშიქთაშში" გადავიდა

5-07-2018, 10:31

"Goal.com"-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი გუტი, "სამეფო კლუბის" სამწვრთნელო შტაბიდან მიდის. წყაროს ცნობით, 41 წლის სპეციალისტი "ბეშიქთაშის" თავკაცის დამხმარე გახდება. 

"მადლობა "რეალს", რომ ჩემ მიმართ ასეთი დიდი სიყვარული გამოხატა. წლებია, კლუბის რიგებში ვირიცხები და ბევრის სწავლა მოვახერხე. დროა, ყველაფერი თავიდან დავიწყო და ახალ გამოწვევებს შევხვდე. ხვალიდან "ბეშიქთაშის" სამწვრთნელო შტაბში ჩავირიცხები. ჩემი ოჯახი სტამბულში მელოდება და მათთან ერთად გავაგრძელებ პროფესიულ ზრდას", – განაცხადა გუტიმ. 

შეგახსენებთ, გუტი თურქულ კლუბში 2010-2011 წლებში ირიცხებოდა. მომავალი სეზონიდან, ესპანელი შენოლ გიუნეშის დამხმარე იქნება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით