"რეალი" ესპანურ მედიას ისევ დაუპირისპირდა

5-07-2018, 12:33

"Goal.com"-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" წარმომადგენლები მორიგ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც წერია, რომ კლუბი კილიან მბაპესთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და მედია ისევ აქტიურად ცდილობს გულშემატკივრების შეცდომაში შეყვანას. 

გეტყვით, რომ უცხოური სააგენტოები ბოლო დღეებში ხშირათ წერენ, "პსჟ"-ს ახალგაზრდა ლიდერის "სამეფო კლუბში" გადასვლაზე და სატრანსფერო ფასად, 272 მილიონ ევროს ასახელებენ. 

მადრიდელთა მესვეურები გუშინ "TVE"-ს დაუპირისპირდნენ და ნეიმარის გადაბირებაზე გავრცელებული ინფორმაცია ქომაგების შეცდომაში შეყვანად "მონათლეს". ესპანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, პერესი ნეიმარის ყიდვას 310 მილიონად აპირებდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით