მინა "ევერტონში" იჯარით გადავა

4-07-2018, 22:53

კატალონიის "ბარსელონას" კოლუმბიელმა ცენტრალური მცველი, იერი მინა კარიერას პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი მერსესაიდულ "ევერტონში" გააგრძელებს. ამ ინფორმაციას "Liverpool Echo" ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 23 წლის მინა პრემიერ "კანფეტებში" ერთ წლიანი იჯარით გადავა და კატალონიურ გრანდში სათადარიგოთა სკამზე გატარებულ უქმ დროს ინგლისში აინაზღაურებს.

შეგახსენებთ, რომ ახალაგზრდა კოლუმბიელი "ბლაუგრანას" წელს "პალმერიასიდან" შეუერთდა და მხოლოდ 6 მატჩის ჩატარება მოახერხა.

ცნობისთვის, აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ ადასტურებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით