რონალდო "იუვენტუსში" საბოლოოდ გადაწყდა, დეტალები ცნობილია

4-07-2018, 22:54

მადრიდის "რეალის" ლიდერი, კრისტიანო რონალდო რომ კლუბის დატოვებასთან ახლოსაა, ეს ამბავი არახალია. დღეს კი ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი უკვე ორი კვირაა, რაც იტალიაში, კერძოდ კი ტურინში სახლს ეძებს.

როგორც ცნობილია, რონალდომ უკვე მიაღწია შეთანხმებას "იუვენტუსთან" და ის ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ხელფასის სახით კი 30 მილიონ ევროს მიიღებს ყოველწლიურად.

შეგახსენებთ, რომ ტურინელები "სამეფო კლუბს" პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს უხდიან.

ასევე ცნობილი ხდება, რომ რონალდოს მაისურების გაყიდვა ტურინში უკვე დაიწყო.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით