მესი: "თუ მას არ იყიდით, მომავალ წელს "ბარსას" შანსი არ ექნება"

4-07-2018, 23:03

როგორც ჩანს, კატალონიის "ბარსელონა" მიმდინარე ზაფხულს საკმაოდ ხმაურიან ტრანსფერს შემოგვთავაზებს.

ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ლიდერ ლეო მესის თავის კლუბში ვილიანის ხილვა სურს.

წყაროს ცნობით, ლეომ უკვე მიმართა კლუბის მესვეურებს ტრანსფერის თაობაზე, თავის მხრივ კი "ბარსამ" 50 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთე ლონდონის "ჩელსის".

როგორც ცნობილია, "არისტოკრატები" ბრაზილიელი გარემარბის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 80 მილიონ ევროს ითხოვენ, შესაბამისად, დიდი ალბათობით, ესპანურ გრანდს გარკვეულ დათმობებზე მოუწევს წასვლა ვილიანის დასამატებლად.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით