"რეალმა" ოდრიოსოლას ტრანსფერი შეათანხმა

5-07-2018, 12:23

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მადრიდის "რეალმა" "რეალ სოსიედადის'' მცველთან ალვარო ოდრიოსოლასთან შეთანხმებას მიაღწია და მომავალი სეზონიდან ფეხბურთელი "სამეფო კლუბისთვის" გაირჯება.

ოდრიოსოლას შეძენა "რეალის" ახალმა მწვრთნელმა ხულიენ ლოპეტეგიმ გადაწყვიტა, ხოლო კლუბის ხელმძღვანელობამ ბასკებს მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადა.

ოდრიოსოლა მიმდინარე მუნდიალზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ირცხებოდა, თუმცა მას სათამაშო დრო არ მიეცა, ხოლო "ფურია როხა" ასპარეზობას რუსეთმა გამოთიშა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით