"ნაპოლი" მეკარით გაძლიერდა

5-07-2018, 13:30

"Corriere Dello Sport"-ის ინფორმაციით, "ნაპოლიმ" ახალგაზრდა მეკარე, ალექს მერეტი, დაიმატა. წყაროს ცნობით, 21 წლის გოლკიპერმა, ნეაპოლიტანურ კლუბში ჩარიცხვამდე, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. 

გაირკვა, რომ "სან პაოლოს" ბინადართა წარმომადგენლები მერეტის ყიდვას უახლოეს დღეებში გააოფიციალურებენ. გეტყვით, რომ ალექსი "უდინეზედან" გადავიდა და გუნდმა 22 მილიონი მიიღო. 

ალექს მერეტმა გასული სეზონი იჯარით "სპალში" გაატარა, რომლის ღირსება მხოლოდ 13 შეხვედრაში დაიცვა, რადგან სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით