მთავარი მიზეზი რატომაც რონალდო "რეალს" ტოვებს, ცნობილია

5-07-2018, 13:35

ესპანური გამოცემა "Marca" ირწმუნება, რომ მადრიდის "რეალისა" და კრიშტიანუ რონალდუს 9-წლიანი კავშირი მიმდინარე ზაფხულში დასრულდება. წყაროს ცნობით, 33 წლის პორტუგალიელის ტრანსფერი "იუვენტუსში", თითქმის გადაწყვეტილია.

როგოროც ირკვევა, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელმა, ფლორენტინო პერესმა, კრიშტიანუს აგენტს, ჟორჟე მედეშს, უხმო და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. 

როგორც ცნობილი ხდება, რონალდო თვლის, რომ საკუთარი თავი მადრიდში ამოწურა და ახალი გამოწვევები სჭირდება.

დავძენთ, რომ ტურინული გრანდის დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ, მედიასთან, რონალდუს შესახებ კომენტარი არ გააკეთა. საგულისხმოა, რომ მაროტამ პრესის წარმომადგენლებს მიაძახა:  "არ ვსაუბრობ!"

შეგახსენებთ, "ბებერი ქალბატონი" მადრიდელთა შვიდიანის სანაცვლოდ, 100 მილიონს იხდის. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში კი, რონალდუ 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და წელიწადში 30 მილიონს მიიღებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით