სილესენს არავინ ყიდულობს

5-07-2018, 17:52

გავლენიანი "Le 10 Sport"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელ კიპერს, იასპერ სილესენს მთხოვნელები ჰყავს, მაგრამ 29 წლის კარის დარაჯით დაინტერესებული გუნდები ძირითადად მასზე უარს მაღალი ფასის, 30 მილიონი ევროს გამო ამბობენ.

წყაროს ცნობით, სილესენიც და "ბარსაც" ტრანსფერისთვის მზადაა, მაგრამ სხვა კლუბები არ არიან მზად იასპერში ამ თანხის გადასახდელად.

ცნობისთვის, წარმოშობით ჰოლანდიელის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, მაგრამ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესვეურები მზად არიან იასპერი შედარებით იაფად გაყიდონ.

შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი "კამპ ნოუზე" 2016 წელს ამსტერდამის "აიაქსიდან" გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით