ბალოტელი "მარსელში" მიდის

12-08-2018, 18:37

"The Sun"-ის ინფორმაციით, მარიო ბალოტელის შეძენა, ფრანგულ, "მარსელს" სურს. როგორც ირკვევა, "ველოდრომის" ბინადრები აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი. 

წყაროს ცნობით, "სუპერ მარიოს" აგენტი მინო რაიოლა კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა და დეტალები გაარკვია. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ იტალიელი ფორვარდის კარგმა თამაშმა "მარსელის" ხელმძღვანელობაში ინტერესი აღძრა. 

ცნობისთვის, მარიო ფრანგულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმემბას და აკრიერის "მარსელში" დასრულებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში აპენინელმა შემტევმა 36 მატჩში 25 გოლი გაიატანა და "ნიცას" რიგებში საუკეთესო შედეგი დადო. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით