როდგიგესის აგენტი: "მილანის" ბანი ჩვენთვის არაფერს ცვლის"

6-07-2018, 10:26

"Radio CRC"-სთან ინტერვიუში, რიკარდო როდრიგესის აგენტმა ჯანლუკა დი დომენიკომ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევრო ტურნირებზე არ ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ შვეიცარიელი მცველი "მილანს" დატოვებს, თუმცა საუბრობს სხვა შესაძლო ვარიანტებზე.

"რიკარდოს მომავალზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ "როსონერიში" თავს კარგად გრძნობს არაფერს გამოვრიცხავ."

"იმ შემთხვევაში თუ ტოპ გრანდიდან მოგვივა შემოთავაზება, სულელები უნდა ვიყოთ, რომ არ განვიხილოთ და დარწმუნებული ვარ "მილანიც" არ იქნება წინააღმდეგი."

"ჩემი კლიენტი გუნდს არ დატოვებს იმის გამო, რომ ევრო ტურნირებზე არ ან ვერ იასპარეზებს, ეს მის ხასიათში არ ზის."

"სტრინიჩი "მილანში"? როდრიგესი მისი მოსვლით ბედნიერია, რადგან კონკურენცია ადამიანს კიდევ უფრო ძლიერს ხდის." - განაცხადა დი დომენიკომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით