ახალი ტრანსფერი? - დეპაი "ლიონის" ვარჯიშზე არ გამოცხადდა

6-07-2018, 12:43

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების გარემარბმა მემფის დეპაიმ გასულ სეზონში ფრანგულ "ლიონში" შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი, ხოლო თანაგუნდელებს 16-ჯერ გაატანინა, რამაც გამოიწვია ის, რომ მისით უამრავი გუნდი დაინტერესდა.

"27 ფეხბურთელიდან ერთი გვაკლია და ეს მემფის დეპაია. დაბრუნების შემდეგ მას ფინანსური სასჯელი ელის. "ლიონის" ფეხბურთელებს ხუთ კვირიანი არდადაგები ჰქონდათ და გამონაკლისი არც დეპაი იყო." - განაცხადა ფრანგული კლუბის დამრიგებელმა ბრუნო ხენესიომ.

როგორც იტალიური მედია იუწყება, მასიმილიანო მირაბელი ჯენარო გატუზოს მემფისის ყიდვას შეპირდა და ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ დანაპირების ასრულებასთან გვაქვს საქმე. შეგახსენებთ, რომ დეპაის შეძენით კიდევ ერთი მილანური კლუბი "ინტერი" ინტერესდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით