"მანჩესტერ იუნაიტედის" მორიგი ტრანსფერი

6-07-2018, 19:23

"Daily Star"-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "იუვენტუსთან" შეთანხმებას მიაღწია. გაირკვა, რომ მომავალი სეზონიდან, "წითელი ეშმაკების" ღირსებას ალექს სანდრო დაიცავს. 

გეტყვით, რომ ინგლისელები ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცლოდ, 53 მილიონ ევროს იხდიან. იტალიური მედია ირწმუნება, რომ ტურინული გრანდი ფეხბურთელს რონალდუს შესაძენად ყიდის. 

შეგახსენებთ, გასულ წელს, ალექსმა 39 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. სამხრეთ ამერიკელის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი იყო, თუმცა, მოურინიომ სურვილის ასასრულებლად, საწყის ფასს 9 მილიონი დაამატა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით