"არსენალისა" და "ბარსელონას" მწვრთნელების კამათის მიზეზი ცნობლია

6-07-2018, 19:26

"The Sun"-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალს" ლოსანოს ყიდვა სურს. აღსანიშნავია, რომ მექსიკელი შემტევით, "ბარსელონაა" დაინტერესებული და მის სანაცვლოდ, 25 მილიონ ევროს იხდის. 

უცხოური მედია ირწმუნება, რომ უნაი ემერი 22 წლის თავდამსხმელთან მოლაპარაკებაში, პირადად ჩაერთვება და მიმდინარე ზაფხულში, "მეთოფეების" რიგებში ჩარიცხვას შეეცდება. 

შეგახსენებთ, ჰირვინგი "პსვ"-ს ფეხბურთელია და ევროპული გრანდების ყურადღება, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშის ხარჯზე მოიპოვა. გასულ სეზონში ლოსანომ 29 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით