კანტეს "ჩელსი" ვერ აკავებს

31-07-2018, 19:29

"პსჟ" მზადაა, ზაფხულში "ჩელსის" ნახევარმცველი, ნგოლო კანტე, შეიძინოს. "Goal.com"-ის ცნობით, "პარკ დე ფრანსის" ბინადრები ფეხბურთელთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ და დიდი ალბათობით, ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება. 

გაირკვა, რომ ფრანგული კლუბი 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 100 მილიონ ევროს იხდის. დავძენთ, რომ "არისტოკრატები" შეთავაზებაზე უარს ვერ ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ნგოლოს წასვლას აჭიანურებენ. 

შეგახსენებთ, კანტე ლონდონელთა რიგებში 2016 წელს ჩაირიცხა და 69 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დავძენთ, რომ ფრანგი "ლესტერთან" ერთად, პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით