• 16-08-2023
    "ამისთვის ფეხბურთელებისა და კლუბის პერსონალის მადლიერი ვარ" - გოჩოლეიშვილის ინტერვიუ უკრაინულ მედიასთან
    "ამისთვის ფეხბურთელებისა და კლუბის პერსონალის მადლიერი ვარ" - გოჩოლეიშვილის ინტერვიუ უკრაინულ მედიასთან

    საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის"განაპირა მცველმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მის უკრაინულ გრანდში გადაბარგებაზე და ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს:

    "როცა შახტარისგან შეთავაზება მომივიდა, აქ გადმოსვლა მაშინვე გადავწყვიტე, რადგან ეს დიდი კლუბია. გუნდის თამაშებს ადრეც ვუყურებდი, აქ უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო. მივხვდი, რომ ეს გუნდი მომწონს და ჩემს გულშია. ადაპტაციის პრობლემა არ შემქმნია, ყველამ მეგობრულად მიმიღო და თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ამისთვის ფეხბურთელებისა და კლუბის პერსონალის მადლიერი ვარ. შახტარში გატანილ სადებიუტო გოლს ვერასოდეს დავივიწყებ, დიდი ემოცია და სიხარული იყო" 

    "ევრო 2023-ზე ჩემი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლას დადებითად შევაფასებ. ჩვენ ძალიან ძლიერი ჯგუფიდან გავედით და მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში წავაგეთ. კარგ ასპარეზობაში, რა თქმა უნდა, დაგვეხმარა ისიც, რომ სახლში ვთამაშობდით. გულშემატკივრების მხარდაჭერა გვმუხტავდა"

    "რით განსხვავდება საქართველოსა და უკრაინის ჩემპიონატები? აქ უფრო მაღალი ტემპია და თამაშებიც უფრო ინტენსიური დატვირთვების ფონზე მიმდინარეობს. თამაში მარტივი არც საქართველოშია, რადგან იქ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს." - განაცხადა გიორგიმ.

    Facebook კომენტარები