რონალდუს კიდევ ერთი გუნდი ეპატიჟება

7-07-2018, 09:01

"The Sun"-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს შეძენას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს. წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" მესვეურები პორტუგალიელის სანაცვლოდ, 70 მილიონს იხდიან. 

გაირკვა, რომ მადრიდელთა შვიდიანის შეძენა, პირადად ჟოზე მოურინიოს სურს. დავძენთ, რომ "იუვენტუსის" ხელმძღვანელები რონალდუს ყიდვას 100 მილიონად გეგმავენ და ესპანეთში წარმომადგენლები უკვე გაგზავნეს. 

გეტყვით, რომ იტალიური მედია რონალდუს ტურინულ გრანდში გადასვლის თარიღსაც ასახელებს და ირწუნება, რომ "შავ-თეთრები" 33 წლის შემტევს 9 ივლისს წარადგენენ ოფიციალურად. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით