"ლივერპული" ხორვატს იმატებს

7-07-2018, 11:31

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "ლივერპული" ხორვატიის ნაკრების მცველს, ვიდას შეიძენს. წყაროს ცნობით, "მერსისაიდული" გრანდის ხელმძღვანელები "ბეშიქთაშის" ფეხბურთელის სანაცვლოდ, 13.5 მილიონ ევროს იხდიან. 

გაირკვა, რომ ინგლისური კლუბი 29 წლის ვიდასთან მოლაპარაკებას, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აპირებს. დავძენთ, რომ ჯერჯერობით, ხორვატის პასუხი უცნობია, რადგან აღნიშნული დაინტერესების შესახებ, არაფერი იცის. 

შეგახსენებთ, ვიდას შეძენის შემთხვევაში, "ლივერპულს" ორი ხორვატი მცველი ეყოლება. 2014 წლიდან, კუნძულელთა რიგებში ლოვრენი ირიცხება, რომელმაც 108 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით