"მილანის" გაყიდვა სულ უფრო რეალური ხდება

7-07-2018, 16:14

"Sole 24 Ore"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იონგჰონგ ლი ლონდონში იმყოფება, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს და "მილანი" გაყიდოს.

ჩინელმა ბიზნესმენმა უუკვე მიიღო რამდენიმე შემოთავაზება და დეტალურად განიხილა ისინი. "როსონერის" ყიდვის მთავარი კანდიდატები როკო კომისო და რიკეტსების ოჯახი არიან.

თუ ლი დღეს "ელიოტს" 32 მილიონ ევროს ვერ ჩაურიცხავს, თავად "ელიოტი" გაყიდის "მილანს" და მათ ხელში იქნება "როსონერის" მომავალი პრეზიდენტის ვინაობა.

შეგახსენებთ, რომ კომისოს ზურგს "გოლდმენ საკსი" უმაგრებს, ხოლო რიკეტსების ოჯახს "მორგან სტენლი".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით