კლოპმა კარიუსის შეცდომები ფინალში სერხიო რამოსს გადააბრალა

7-07-2018, 15:15

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ლორის კარიუსის შეცდომები სერხიო რამოსის ბრალი იყო.

კარიუსმა "რეალის" წინააღმდეგ 2 ფატალური შეცდომა დაუშვა, ხოლო მადრიდულმა გუნდმა მერსისაიდული ჯამში 3:1 დაამარცხა.

"პირველ ტაიმში რამოსი კარიუსს დაეჯახა და ტვინის შერყევა მიაყენა. ლოგიკურია, რომ მისი შეცდომები ამ ფაქტორმა განაპირობა", - განაცხადა კლოპმა.

ლორის კარიუსი გუნდში დარჩა და როგორც გერმანელი მწვრთნელი აცხადებს, მას ადგილი კვლავ გარანტირებული ექნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით