"მილანის" ფეხბურთელმა "ტრაბზონსპორს" უარი შეუთვალა

7-07-2018, 19:01

"Calciomercato.com"-ის ინფორმაციით, კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელმა კარლოს ბაკამ,  "ტრაბზონსპორს" შემოთავაზებაზე უარი უთხრა. როგორც ირკვევა, თურქული კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ და 3-წლიან კონტრაქტსაც სთავაზობდნენ. 

სპორტული გამოცემის თანახმად, სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ "ტრაბზონსპორის" მესვეურები 16-18 მილიონ ევროს იხდიდნენ და გადაბირების შემთხვევაში ფეხბურთელი წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებდა. იტალიური მედია ირწმუნება, რომ თანხმობის შემთხვევაში კარლოსს ბონუსად 2 მილიონსაც ჩაურიცხავდნენ.
 
შეგახსენებთ, ბაკა მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდთან ერთად ასპარეზობდა და მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. თავდამსხმელი "მილანის" რიგებში 2015 წლიდან ირიცხება, თუმცა, გასული სეზონი არენდის წესით "ვილიარეალში" გაატარა, სადაც 35 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით