დიბალას რონალდუსთან კონკურენციის ეშინია

7-07-2018, 19:06

"The Sun"-ის ინფორმაციით, "იუვენტუსი" პაოლო დიბალას გაყიდვას შეეცდება. როგორც ირკვევა, არგენტინელი ტალანტის ტურინული გრანდიდან გაშვების მიზეზი კრიშტიანუ რონალდუა. 

გეტყვით, რომ "ბიანკონერის" ხელმძღვანელები 33 წლის პორტუგალიელის შეძენას ცდილობენ და გამოსასყიდ თანხასთან ერთად, წელიწადში გადასახდელ 30 მილიონსაც აგროვებენ. 

საგულისხმოა, რომ ნაბილ ფეკირის უარის შემდეგ, "ლივერპულმა" სამხრეთ ამერიკელს დაადგა თვალი, მაგრამ ჯერჯერობით ანაზღაურებასა და კონტრაქტის დეტალებზე არც ერთ მხარეს არ უსაუბრია. აქვე შეგახსენებთ, რომ დიბალას ღირებულება 110 მილიონ ევროს შეადგენს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით