ოფიციალურად: "მილანმა" ჰალილოვიჩი გაიფორმა

8-07-2018, 00:16

იტალიურმა "მილანმა" კატალონიის "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველ, ალენ ჰალილოვიჩი დაიმატა.

მილანური კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, 22 წლის ნახევარმცველმა "როსონერისთან" კონტრაქტს 2021 წლის ივნისამდე მოაწერა ხელი.

"ალენს უდიდესი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ უმაღლესი დონის ნახევარმცველად იქცეს. ის სერია ა-ში სწორედ ამისთვის მოვიდა." - აცხადებს ჯენარო გატუზო.

შეგახსენებთ, რომ ჰალილოვიჩი "ბარსას" საკუთრება გახლდათ 2014-16 წლებში და მასზე დიდი იმედებიც მყარდებოდა, თუმცა ხორვატმა ფეხბურთელმა ძირითად გუნდში ადგილის მოპოვება ვერ მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით