ბაჩუაი ესპანეთში მიდის

8-07-2018, 14:12

"Goal.com"-ის ინფორმაციით, შესაძლოა, მიში ბაჩუაი  "სევილიაში" გადავიდეს. წყაროს ცნობით, ანდალუზიურმა კლუბმა 24 წლის თავდამსხმელს სარფიანი კონტრაქტი შესთავაზა.
 
როგორც ირკვევა, ბელგიელი თავდამსხმელის ამჟამინდელი ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბაჩუაი ლონდონის "ჩელსის" საკუთრებაა, თუმცა, გასულ სეზონში დორტმუნდის "ბორუსიაში" გაანათხოვრეს.
 
შეგახსენებთ, მიში მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდთან ერთად იმყოფება და ნახევარფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით