ვილიანი ინგლისურ გრანდს სურს

8-07-2018, 14:50

"The Sun"-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელის ვილიანის შეძენას შეეცდება. წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელები ნახევარმცველის სანაცვლოდ 79 მილიონ ევროს იხდიან. 

გეტყვით, რომ ესპანური მედია აქტიურად წერდა "ბარსელონას" კავშირს სამხრეთ ამერიკელთან, მაგრამ, როგორც ჩანს კუნძულელები "სელესაოს" ერთ-ერთი ლიდერის დათმობას არ აპირებენ. საგულისხმოა, რომ "ბლაუგრანა" ვილიანის ყიდვას 60 მილიონად გეგმავს. 

შეგახსენებთ, ვილიანი მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდა, მაგრამ ნახევარფინალში ბელგიის ნაკრებთან დამარცხდა და ძალიან მალე საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდება. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ჩელსის" 29 წლის ფეხბურთელი. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით