პაულინიო ჩინეთის ჩემპიონატში დაბრუნდა

8-07-2018, 22:36

რამდენიმე წუთის წინ, ჩინურმა "გუანჩჟოუ ევერგრანდმა" კატალონიის "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის, ბრაზილიელი პაულინიო ბეზერას ჩინეთში დაბრუნება ფანებს სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო.

კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, აზიელებმა პაულინიოში 50 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ჟურნალისტთა მტკიცებით, ამ ყველაფრის მიზეზი "ბარსას" მესვეურთა სამომავლო ტრანსფერები და სხვა ფეხბურთელებით დაინტერესება გახდა.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" ბეზერა ჩინური კლუბიდან გასულ წელს 40 მილიონ ევროდ იყიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით