ებუე დაკავებულია და სასჯელს ელის

9-07-2018, 10:01

"Mirror"-ის ინფორმაციით, ემანუელ ებუე დაკავებულია და ჩრდილოეთ ლონდონში პოლიციის შენობაშია გადაყვანილი. როგორც ირკვევა, "არსენალის" ყოფილ ფეხბურთელს ბრალი ხანძრის გაჩენაში ედება. 

35 წლის ებუეს, მეგობრების თქმით, ბოლო პერიოდში ძალიან გაუჭირდა. პრობლემები განქორწინების შემდეგ დაეწყო, როდესაც დაგროვებული ქონების უმეტესი ნაწილი მის ყოფილ ოჯახს მისცა. 

ბოლო პერიოდში ბრიტანული მედია იუწყებოდა, რომ ებუეს "არსენალი" დაეხმარებოდა და ასაკობრივი გუნდის მწვრთნელად დანიშნავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით