ჩავი: "არტური ტალანტია, მაგრამ ადაპტაციის პროცესი რთული იქნება"

9-07-2018, 13:01

არტურ მელო უკვე ოფიციალურად არის "ბარსელონას" ფეხბურთელი. ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველის სანაცვლოდ კატალონიურმა კლუბმა საკმაო დიდი თანხა გადაიხადა და მოლოდინიც დიდია. "ბარსელონას" ექს-კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა, ტრანსფერის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

მისი აზრით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ნიჭიერია, მაგრამ მხოლოდ ეს საკამირისი არ არის ასეთ დიდ კლუბში სათამაშოდ.

"არტური ტალანტია და მას შეუძლია "ბარსელონას" კარგად შეეწყოს, თუმცა, მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს მენტალიტეტის თემა, უნარი გაიაროს ადაპტაცია სხვა ქვეყანაში, სხვა ლიგაში და ისეთ დიდ გუნდში, როგორიც "ბარსელონაა",  განაცხადა ჩავიმ ესპანურ გამოცემა "Sport"-თან საუბარში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით