"მილანის" შეძენის სურვილი არაბეთის პრინცმაც გამოთქვა

8-07-2018, 16:52

იტალიური "მილანი" შესაძლოა საუდის არაბეთის პრინცის, ალ ფალასის კუთვნილებაში გადავიდეს. ხვალ ცნობილი გახდება გადაიხდის ლი 32 მილიონ ევროს თუ "როსონერის" აქციების 99,7 პროცენტი "ელიოტის" ხელში გადავა.

ლი მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ პოტენციურ მყიდველებთან. კომისოსა და რიკეტსების ოჯახის შემდეგ "მილანის" ყიდვის სურვილი საუდის არაბეთის პრინცმა ალ ფალასიმ გამოთქვა, რომელიც მზადაა 415 მილიონი ევრო დაუყოვნებლივ გადაიხადოს, რათა "როსონერის" მეპატრონე გახდეს.

ასევე სახელდება უცნობი რუსი მაგნატი, რომელიც ლონდონში ლისთან მოლაპარაკებებს ამჟამად მართავს. დიდი ალბათობით, მომავალ კვირას გაირკვევა თუ ვინ იქნება "მილანის" ახალი მფლობელი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით