ესპნეთის ნაკრების თავკაცის პოსტს ვარსკვლავური სახეები დაუკავშირეს

9-07-2018, 10:41

მოგეხსენებათ, მუნდიალის დაწყებამდე 2 დღით ადრე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ფურია როხას" ყოფილი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი თანამდებიბიდან იმიტომ გაანთავისუფლა, რომ მადრიდის "რეალთან" გააფორმა კონტრაქტი.

მალევე ლოპეტეგი ფერნანდო იერომ შეცვალა, რომელმაც ესანეთი მუნდიალზე ჯგუფიდან გაიყვანა, თუმცა რუსეთთან დამარცხდა და შინ დაბრუნება ნაადრევად მოუწია. ამის გამო თანამდებობა მანაც დატოვა, თუმცა პირადი გადაწყვეტილებით.

ერთი სიტყვით, ახლა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები უმწვრთნელოდაა დარჩენილი და შესაბამისად პრესაში უამრავი კანდიდატურა სახელდება, რომელთაგან ერთ-ერთი "ფურია როხას" სამართავ საჭეს ჩაიბარებს.

გავლენიანი გამოცემა "AS"-ის ცნობით, ფეხბურთის ფედერაციაში აქტიურად განიხილავენ "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელის, ჩავი ერნანდესის ვარიანტს. ჩავი ამჟამად "ალ სადის" რიგებში ირიცხება და სამწვრთნელო კარიერაზე უკვე დიდი ხანია ფიქრობს.

ჩავის გარდა ამ პოზიციაზე მოიაზრებიან ისეთი სახეები, როგორებიც "ბარსას" ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე და გამოცდილი ესპანელი რაფაელ ბენიტესია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით