"რეალი" და "ბარსა" ფეხბურთელის ყიდვაში ერთმანეთს ეცილებიან

9-07-2018, 17:42

"Goal.com"-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" "ლაციოს" ფეხბურთელის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის, შეძენას შეეცდება. წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბი" სერბი ნახევარმცველის სანაცვლოდ, 155 მილიონ ევროს იხდის. 

როგორც ირკვევა, "თეთრები" 2018-2019 წლების სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავენ. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ფლორენტინო პერესი ბევრის დახარჯვას აპირებს, რადგან მისი მიზანი ბრაზილიელი ნეიმარისა და ფრანგი კილიან მბაპეს გადაბირებაა. 

საგულისხმოა, რომ ზედიზედ 3-ჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ესპანურ გრანდში დიდი ცვლილებები იგეგმება. გასული სეზონის ბოლოს, გუნდი ზინედინ ზიდანმა დატოვა და ახლა კრიშტიანუ რონალდუც წავა. პორტუგალიელი "იუვენტუსს" სურს და 100 მილიონსაც იხდის. 

შეგახსენებთ, მილინკოვიჩ-სავიჩის გადაბირებას "ბარსელონაც" ცდილობს, რომელიც ახალგაზრდა ტალანტის შესაძენად, 80 მილიონს ამზადებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით