კოუტინო "პსჟ"-ს სურს

9-07-2018, 18:39

"Goal.com"-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო, შესაძლოა, "პსჟ"-ში წავიდეს. წყაროს ცნობით, "პარკ დე ფრანსის" ბინადრები სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ, 270 მილიონ ევროს იხდიან. 

როგორც ირკვევა, 26 წლის შემტევი ნახევარმცველის ყიდვა, პირადად "პსჟ"-ს ახალ მწვრთნელს, თომას ტუხელს სურს და ფრანგული კლუბის ხელმძღვანელი მზადაა, გერმანელ სპეციალისტს თხოვნა შეუსრულოს. 

შეგახსენებთ, კოუტინიო "ბლაუგრანას" რიგებში 2018 წელს ჩაირიცხა და 18 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით