"პსჟ" კოუტინიოს ტრანსფერში 270 მილიონს იხდის

9-07-2018, 22:13

გავლენიანი "Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" მესვეურები კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავით, ფელიპე კოუტინიოთი არიან დაინტერესებულნი.

წყაროს ცნობით, პარიზელთა ბოსები მზად არიან "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალწვეულში რეკორდული თანხა, 270 მილიონი ევრო გადაიხადონ და მიმდინარე წლის ზაფხულში გაიფორმონ.

აქვე ცნობილია ისიც, რომ კატალონიური გრანდი ფელიპეს ამ ფასში გაყიდვას არ აპირებს და მის სანაცვლოდ არარეალურ თანახას, 400 მილიონს ითხოვს.

ცნობისთვის, ფელიპე "ბარსაში" 2018 წელს მერსესაიდული "ლივერპულიდან" გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით