ბუფონი: "წასვლას არ ვაპირებ"

10-07-2018, 11:01

"იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯიჯი ბუფონმა, "პსჟ"-ში პირველი ვარჯიში ჩაატარა და დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარიც გააკეთა. 

"40 წლის ასაკში ახალი გამოწვევები მივიღე, რადგან ვიგრძენი, რომ ფეხბურთში უკანასკნელი სიტყვა ჯერ არ მითქვამს. "პსჟ"-ში კარიერის დასასრულებლად არ გადავსულვარ. გუნდში ყველა ფეხბურთელი ტიტულების მოგებაზე ოცნებობს და გვჯერა, რომ ახალი სეზონი დიდი წარმატების მომტანი იქნება", – განაცხადა ბუფონმა. 

შეგახსენებთ, იტალიელმა მეკარემ ტურინული კარიერა გასული სეზონის ბოლოს დაასრულა. ბუფონი "ბიანკონერის" ღირსებას 17 წელი იცავდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით